პროექტის შესახებ

1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ნოდარ დუმბაძის მიერ დაარსებულ ბავშვთა ქალაქ “მზიურში” მოსულ დიდსა თუ პატარას “მზის ფესტივალი” მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში: კონცერტები, თეატრალური დადგმები, გამოფენები და კონკურსები იმართება. მოსულ სტუმრებს სხვადასხვა ზღაპრის გმირებთან ერთად ფესტივალის მთავარი გმირი – თოჯინამზე, ელოდებათ.

პროექტის მიზანი:

  • „მზიურმა“ შეინარჩუნოს ნოდარ დუმბაძის ბავშვთა ქალაქის იდეა.
  • სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ყოველწლიურად მზის ფესტივალის განხორციელებისათვის, მოხალისეები იკრიბება. რომელებიც მზადებას სიმბოლურად გაზაფხულის პირველი დღიდან იწყებენ. ფესტივალის ორგანიზებაში სხვადასხვა იდეებითა და ინიციატივებით ჩართვა, ყველა მსურველს შეუძლია. შემოგვიერთდი, ერთად გავატაროთ ზაფხულის პირველი დღე მზიურში!

შემოგვიერთდით ბავშვთა ქალაქ ,,მზიურში“